ბრიტანეთში გამოვლენილი, კორონავირუსის ახალი შტამი ლეტალობის ზრდაზე არ ასახულა – ორგანიზაცია მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ბრიტანეთში დაფიქსირებულ, კოვიდ19-ის ახალი შტამის მიზეზებზე ისაუბრეს და მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდეს.

როგორც BFMTV-ს ეთერში ორგანიზაციის პანდემიებსა და ეპიდემიებთან ბრძოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა – სილვი ბრიანმა განაცხადა, ვირუსის გავრცელების პარალელურად, დაავადების მოდიფიცირების ზრდა მოსალოდნელია.

მისივე თქმით, ამას გარდა, გამომდინარე იქედან, რომ ვირუსს ცხოველური წარმოშობა აქვს, მუტაციის პროცესში ის ადამიანის ორგანიზმს ეჩვევა.

“შესაბამისად, ყოველი ახალი მუტაციის დროს აუცილებელია, განვსაზღვროთ, რა ახალ მახასიათებელს იძენს ის, ხდება თუ არა დიდი ცვლილება, თუ ეს ჩვეულებრივი ევოლუციაა”, – განმარტა ექსპერტმა.

ამჟამად, ჯანმო არ აფიქსირებს გარდაცვალების მატებაზე ახალი შტამის გავლენას, გარდა ამისა, ეჭვი ეპარებათ, რომ ის ვაქცინის ეფექტურობაზე უარყოფითად აისახება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები