არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის სახელით, გოგი ქავთარაძის ოჯახს უსამძიმრებს
პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე რეჟისორისა და მსახიობის, გოგი ქავთარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მისი თქმით, გოგო ქავთარაძის გარდაცვალება დიდი დანაკლისია საზოგადოებისა და ქართული კულტურისთვის.
“მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი რეჟისორისა და მსახიობის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, გოგი ქავთარაძის გარდაცვალების გამო. ეს უდავოდ დიდი დანაკლისია ჩვენი საზოგადოებისა და ქართული კულტურისთვის. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს”, – ნათქვამია არჩილ თალაკვაძის სამძიმრის წერილში.
გოგი ქავთარაძე 80 წლის ასაკში 20 დეკემბერს გარდაიცვალა.
ცნობისთვის, გოგი ქავთარაძე გადაღებულია 25 ფილმში, არის ერთი ფილმის რეჟისორი. ის საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი იყო. მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება. გოგი ქავთარაძე კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი იყო. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი.