ამირან გამყრელიძე: დიდი თავშეყრის ადგილების გახსნის შემთხვევაში, უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია – ყველაზე მაღლა ჯანმრთელობა დგას, ამიტომ დანის პირზე უნდა ვიაროთ ეს ათი დღე

“ახალი წელი მოდის, გასაგებია რომ მობილობა და სიარული მეტი იქნება. თუ ახლა საკოორდინაციო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას გარკვეულ შემსუბუქებაზე, მაშინ ძალიან მკაცრად უნდა იქნას დაცული ყველა რეკომენდაცია, ჩვენი თავები უნდა ვაკონტროლოთ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს “პირველ არხს” განუცხადა.

გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, წლევანდელი შობა-ახალი წელი სხვანაირ ფორმატში და მოკრძალებულად გაატარონ.

„კარგია, ახალი წელი მოდის და ახალი იმედებია, მაგრამ ძალიან მძიმე წელს ვტოვებთ 2020 წლის სახით, რომელშიც ამ დაავადებამ თითქმის 2 100-ზე მეტი ადამიანი შეიწირა ქვეყნაში და ეპიდემია უკან არ იხევს. მოკრძალებულები უნდა ვიყოთ უკიდურესად, უნდა შევზღუდოთ ერთმანეთთან სიარული, ადამიანების რაოდენობა, ვინც ერთად იქნება, უნდა შეიზღუდოს. დიდი თავშეყრის ადგილები თუ გაიხსნება, უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია. მესმის, ბიზნესი, შემოსავალი, ყველაზე მაღლა კი, მაინც ჯანმრთელობა დგას, ამიტომ დანის პირზე უნდა ვიაროთ ეს ათი დღე და მეტი. ყველას მოვუწოდებ რომ ვიყოთ ფრთხილად“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები