კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 774, აჭარაში 142, იმერეთში კი 255

საქართველოში კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 774 – თბილისში, 142- აჭარაში, 255 კი – იმერეთში დაფიქსირდა.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, კორონავირუსის დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

“ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 731 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  208 638-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 599 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 180 441-მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 094 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 731 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 774 შემთხვევა, აჭარა – 142, იმერეთი – 255, ქვემო ქართლი – 140, შიდა ქართლი – 133, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 122, კახეთი – 80, მცხეთა-მთიანეთი – 33, სამცხე-ჯავახეთი – 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4″,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები