ირაკლი ჩიქოვანი ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ გოჩა ლორთქიფანიძის არჩევას ისტორიულ ფაქტად აფასებს
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების” საპარლამენტო გუნდის წევრი ირაკლი ჩიქოვანი, გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლედ არჩევის ფაქტს ეხმაურება და მას ქვეყნის დიდ წარმატებად აფასებს.
ირაკლი ჩიქოვანი მადლობას უხდის იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროების გუნდს გაწეული სამუშაოებისთვის და გოჩა ლორთქიფანიძეს უმაღლესი დონის პრაქტიკოს იურისტად მოიხსენიებს.
,,პირველად ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლედ საქართველოს წარმომადგენელი აირჩიეს, ვულოცავ პირადად გოჩა ლორთქიფანიძეს და ჩვენს ქვეყანას ამ ისტორიულ ფაქტს, ეს ჩვენი ქვეყანის დიდი წარმატებაა.
გოჩა ლორთქიფანიძე მაღალი დონის პროფესიონალია და აღიარებულია, როგორც უმაღლესი დონის პრაქტიკოსი იურისტი და ასევე მეცნიერი. მემაყება, რომ მასთან ბევრი წლის თანამშრომლობა მაკავშირებს.
ასევე მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა – იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროების გუნდს. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შეგვიძლია” – წერს ირაკლი ჩიქოვანი ფესიბუქის საკუთარ გვერდზე.