„ვერიდებოდი, დაკრძალვისთვის ფულის საშუალება არ მქონდა” – 1 თვის წინ გარდაცვლილი ქალის შვილი
გუშინ, სამართალდამცავებმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ქალის ცხედარი აღამოაჩინეს.
გარდაცვლილის შვილის სამართალდამცველებმაც გამოკითხეს და როგორც თავად აცხადებს, მასთან გამოძიებას მთავრი შეკითხვა ჰქონდა, თუ რატომ არ დაკრძალა გარდაცვლილი დედა მთელი ერთი თვის განმავლობაში.
„ვერიდებოდი, ყველაფერი სახსრებთან არის დაკავშირებული, ფულის საშუალება არ მქონდა. სხვა ოთახში იყო, შევდიოდი ხოლმე. სპეციალური ტანსაცმლით იყვნენ სპეციალური სამსახურებიდან მოსულები,”- აცხადებს გარდაცვლილის შვილი ზურაბ ბარბაქაძე.
გარდაცვლილი 66 წლის ალა ჩიბისოვას ცხედარი ექსპერტიზაზე გუშინ, გვიან ღამით გადაასვენეს. გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.