“ხელახალი არჩევნების გარეშე საქართველოს ხელისუფლება არ ეყოლება და, შესაბამისად, მშვიდობის გარანტიებზეც საუბარი არ არის – შალვა ნათელაშვილი
“ოპოზიცია ისეთ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ისეთი თემების განხილვას ვიწყებთ, რაც ძალიან მალე მიგვიყვანს გამარჯვებამდე”, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ „ლეიბორისტების“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
„ოპოზიციის შეხვედრებზე მრავალმხრივი ფორმატით მიდის მსჯელობა. ჩვენ ისეთ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ისეთი თემების განხილვას ვიწყებთ, რაც ძალიან მალე მიგვიყვანს გამარჯვებამდე. გამარჯვება იქნება ის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ბიძინა ივანიშვილი თავისი ე.წ მმართველი პარტიით დაგვემშვიდობოს, დაცალოს პარლამენტი, სამინისტროს შენობები, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.
ხელახალი არჩევნების გარეშე საქართველოს ხელისუფლება არ ეყოლება და, შესაბამისად, მშვიდობის გარანტიებზეც საუბარი არ არის. დღეს საქართველოს ლეგიტიმური მმართველი მთავრობა არ ჰყავს,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.