“დადასტურდა ხელისუფლების პროგნოზი, რომ ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ შემდგომი სცენარებისთვის ემზადებოდა”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში დასრულებულია არაკონსტიტუციური, არადემოკრატიული პროცესების წარმართვის შესაძლებლობა, რადგან ხელისუფლების წყაროა ხალხი.
„რადიკალური, დესტრუქციული ჯგუფების ლექსიკონში არსებობს „ლეგიტიმური ამბოხი“. ურთიერთსაწინააღმდეგო სიტყვებს იყენებენ, რაც შეუთავსებელია დემოკრატიასთან. მზად ვართ ნებისმიერ დემოკრატიულ პროცესში არსებული ინსტრუმენტებით მათთან დებატებისთვის, პაექრობისა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ყოფნისთვის. ეს არის ქართველი ხალხის ნება. სამწუხაროდ, ეს ადამიანები ჯერ კიდევ არჩევნებამდე აცხადებდნენ და ყველა მათი ქმედებით იკვეთებოდა, რომ ემზადებოდნენ არა არჩევნებისთვის, არამედ – არჩევნების შემდეგი სცენარებისთვის. ამას ხომ ვამბობდით? ეს ხომ დასტურდება მათი ნაბიჯებით, რაც განხორციელდა. საქართველოში დასრულდა რევოლუციების დრო. საქართველოში დასრულებულია არაკონსტიტუციური, არადემოკრატიული პროცესების წარმართვის შესაძლებლობა, რადგან ხელისუფლების წყაროა ხალხი და ქართველი ხალხის ნება არის პროცესების მშვიდობიანად, დემოკრატიულად წარმართვა და არა რევანშითა და რევოლუციით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.