გიგა ბოკერია: საზოგადოებას დაგვიტოვეს არჩევანი, რომ რევოლუციური გზით ვიმოქმედოთ
“ივანიშვილმა მთელს საზოგადოებას დაგვიტოვა არჩევანი, რომ რევოლუციური გზით ვიმოქმედოთ”, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
„ივანიშვილმა ბოლო ხანებში განვითარებული ამბებით ძალიან სახიფათო ალტერნატივების წინაშე დააყენა ჩვენი ქვეყანა. მან გვითხრა, რომ ან შეეგუეთ დიქტატურისკენ სვლას, ბოლო მათი ინიციატივა, რომ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას გაუუქმებენ რეგისტრაციას, ეს ავტორიტატული რეჟიმის ერთ-ერთი ნიშანია, ან მთელს საზოგადოებას საზოგადოებას დაგვიტოვა არჩევანი, რომ რევოლუციური გზით ვიმოქმედოთ, იმიტომ რომ არჩევნები არ არის,“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.