,,ვითიბი ბანკი” აგრობიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს

აგრობიზნესი ,,ვითიბი ბანკის” პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკი წლების განმავლობაში თანამშრომლობს აღნიშნულ სექტორში დასაქმებულ ადამიანებთან და მუდმივად ეხმარება მათსაქმიანობის ზრდასა და განვითარებაში.

ერთ-ერთი ასეთი თანამშრომლობის შედეგად ქარელის რაიონ სოფელ ბრეთში, რობერტ და გიგა ედილაშვილებს, ყოველწლიურად 25 ჰექტარზე, მოჰყავთ ხილი და ბოსტნეული. ,,ვითიბისთან” თანამშრომლობა 2015 წელს დაიწყეს და 5 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. ბანკისფინანსური მხარდაჭერით და შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებშიშეიძინეს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, გააშენეს ინტენსიური ტიპის ვაშლის ბაღი,გამართეს სარწყავი სისტემა, მოაწყეს სასაწყობე და სამაცივრემეურნეობა. მათ წლის განმავლობაში დასაქმებული ყავთ საშუალოდ 40 ადგილობრივი.

რობერტ და გიგა ედილაშვილების ბიზნეს ისტორია ნათელი მაგალითია ფერმერისა და ბანკის წარმატებული თანამშრომლობისა. მცირე გლეხური მეურნეობიდან დაწყებული საქმიანობა დროთა განმავლობაში მსესხებლის დაუღალავი შრომისა და ბანკის ფინანსური მხარდაჭერით უკვე გადაიქცა ერთ-ერთ წარმატებულ ფერმერულ მეურნეობად შიდა ქართლის რეგიონში. ბანკი მუდმივად ჩართულია აგრო სექტორის აქტუალური საჭიროებების გამოვლენაში და მუდამ მზადაა ფინანსური დახმარება გაუწიოსსოფლის მეურნეობის სექტორს ყველა მიმართულებით. სწორედ ასეთი პარტნიორული თანამშრომლობა ხელს უწყობს ბიზნესის წარმატებას – განაცხადა ვითიბი ბანკის აგრობიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა შმაგი ბრეგაძემ.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები