ვახტანგ გომელაურმა შსს-ს ყველა თანამშრომელს “მუხლჩაუხრელი შრომისთვის” მადლობა გადაუხადა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა საზოგადოებისთვის წლიური ანგარიშის წარდგენის დროს, უწყების ყველა თანამშრომელს “დაწყებული რიგითებიდან დამთავრებული ხელმძღვანელი პირებით” მადლობა გადაუხადა.

ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ, მიუხედავად იმ რთული გამოწვევებისა, რომლებიც 2020 წელს ახლდა, უწყებამ თითოეული თანამშრომლის დამსახურებით ამოცანებს თავი გაართვა.

“მე მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო შსს-ს ყველა თანამშრომელს მართლა იმ ფასდაუდებელი და მუხლჩაუხრელი შრომისთვის, დაწყებული რიგითებიდან დამთავრებული ხელმძღვანელი პირებით. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ჩემს მოადგილეებს, ნამდვილად რთული წელი იყო, იყო პანდემია, ამას დაემთხვა არჩევნები და, რაც მთავარია, კრიმინალთან ბრძოლა, ვფიქრობ, ცუდად არ გავართვით თავი ერთად მუშაობით”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები