ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.ჯანდაცვის მინისტრი: ვითარება დაძაბული, თუმცა, მართვადია

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს კიდევ ერთი პაციენტი შეეწირა, პანდემიის დაწყებიდან 101 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, ბოლო 24 საათში ინფექცია კიდევ 98 პირს გამოუვლინდა და, ჯამურად, 7 602 დადასტურებული შემთხვევაა.

ვირუსის დამარცხება 5 655-მა პირმა შეძლო.

ე.წ. რესპუბლიკის საავადმყოფოებში ვირუსთან ბრძოლის პროცესს გუშინ ე.წ. ჯანდაცვის მინისტრ თამაზ წახნაკია გაეცნო. გუდაუთის საავადმყოფოს სტუმრობის შემდეგ მან თქვა, რომ “ვითარება დაძაბული, მაგრამ მართვადია”.

მისი თქმით, კოვიდსაავადმყოფო ყველა აუცილებელ აღჭურვილობას ფლობს, შენობის ყოველდღიური დეზინფექცია ტარდება, ასევე, სტაციონარში მყოფი პაციენტები კვების პრობლემას არ განიცდიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები