“დავმარცხდით” – შვედეთის მეფე კორონავირუსთან ბრძოლაზე

შვედეთის მეფემ კარლ XVI გუსტავი ქვეყნის მთავრობა ეპიდემიასთან ბრძოლის გამო გააკრიტიკა.

“ვფიქრობ, ჩვენ დავმარცხდით. გარდაცვლილთა დიდი რაოდენობა გვყავს და ეს საშინელებაა. ეს არის ის, რის გამოც ყველა განვიცდით​”, – თქვა მეფემ.

პროტოკოლურად, 74 წლის სტატუსიდან გამომდინარე, ნეიტრალიტეტს უნდა ინარჩუნებდეს. ის მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს იშვიათდ აფასებს, ამიტომ, მისი განცხადება ძალიან არაორდინალურია.

“შვედეთის მოსახლეობა მძიმე პირობებში ძალიან იტანჯებოდა. უნდა ვიზრუნოთ ყველა იმ ოჯახების წევრებზე, რომელთა ნათესავებმა ვირუსი ვერ დაამარცხეს. ვფიქრობ, ეს უმძიმესი და ტრავმატული გამოცდილებაა – როცა არ გაქვს შესაძლებლობა, ნათესავს ბოლო გზაზე დაემშვიდობო”, – აღნიშნა მონარქმა.

შვედეთში კორონავირუსს 7 800 მეტი ადამიანი შეეწირა.

შემოდგომას ქვეყნის მთავრობის რეაქცია პანდემიაზე შვედებში დიდ მხარდაჭერით სარგებლობდა, რომლებიც ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით ე.წ.  ლოქდაუნზე არ იყვნენ ჩაკეტილი, თუმცა, გარდაცვლილთა რიცხვის ზრდამ, განსაკუთრებით მოხუცთა სახლებში, კრიტიკა გაზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები