ევროკომისიამ კომპანია Novavax-ის ვაქცინის შესყიდვაზე მოლაპარაკება დაასრულა

ევროკომისიამ კომპანია Novavax-თან ვაქცინის შესყიდვის მოლაპარაკება დაასრულა.

კომისიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ, შეთანხმების თანახმად, კომპანიისგან 100 მილიონი დოზა იქნება შეძენილი, მომავალში კიდევ ამავე ოდენობის პრეპარატის შესყიდვის პერსპექტივით.

Novavax-ის ვაქცინა ამჟამად ცდების მესამე ეტაპზე იმყოფება.

ევროკომისიას უკვე ხელმოწერილი აქვს კონტრაქტები AstraZeneca-თან, Sanofi-GSK-თან, Janssen Pharmaceutica NV-თან, BioNtech-Pfizer-თან, CureVac-სა და Moderna-თან.

ერთდროულად რამდენიმე კომპანიასთან შეთანხმების საფუძველზე, ევრკომისია იმედს გამოთქვამს, რომ მიიღებს რაც შეიძლება მეტ ვაქცინას, რომელთა ნაწილის გადაცემა ღარიბი ქვეყნებისთვის იქნება შესაძლებელი.

გუშინ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიანემა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შესთავაზა, რომ კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია ერთ დღეს დაიწყონ.

დღეს კი გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპაში ვაქცინაცია შესაძლოა, 27 დეკემბერს დაიწყოს. მოსალოდნელია, რომ ევროპის რეგულატორი “ფაიზერ”-ის ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვას უკვე 21 დეკემბერს გასცემს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები