რომის პაპი გამოვიდა მოწოდებით, რომ კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი

რომის პაპი გამოვიდა მოწოდებით, რომ იქნას ყველა საჭირო ზომა მიღებული, რათა კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი, მათ შორის, საზოგადოების ღარიბი და მოწყვლადი ფენებისთვის.

“კვლავ მოვუწოდებ პოლიტიკურ ლიდერებსა და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ ყველა საჭირო ზომა მიიღონ, რათა ვაქცინებთან წვდომა იყოს უზრუნველყოფილი, ასევე, სხვა ძირითად ტექნოლოგიებთან, რომლებიც აუცილებელია ავადმყოფების, ღარიბი და მოწყვლადი ადამიანების დასახმარებლად”, – ნათქვამია პონტიფიკოსის მიმართვაში.

დოკუმენტში ფრანცისკე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს პანდემიაზე, რომელსაც ახასიათებს, როგორც “მსხვილ სანიტარულ კრიზისს”, რომელიც “გლობალურ ფენომენში გადაიზარდა”.

მან პანდემია სხვა გლობალურ მოვლენებს შეადარა, როგორებიც ) კლიმატური, საკვები, ეკონომიკური და მიგრაციული კრიზისებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები