ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობის“ შიგნით არაერთი პოლიტიკური სუბიექტია, რომლებსაც სურთ პარლამენტში შესვლა, თუმცა, ამას ბულინგისა და შანტაჟის გამო ვერ ახერხებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არაერთი პოლიტიკური სუბიექტია, რომლებსაც სურთ პარლამენტში შესვლა, თუმცა, ამას ვერ ახერხებენ იმ ბულინგიდან და შანტაჟიდან გამომდინარე, რომელიც ხორციელდება პარტიის ლიდერების მხრიდან”, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ვითარებაში ასეთ პოლიტიკოსებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება.

„არაერთი პოლიტიკური სუბიექტია ამ ბლოკის შიგნით, ასევე, კონკრეტული დეპუტატები არიან პარტიის შიგნით, რომლებსაც სურთ პარლამენტში შესვლა, თუმცა, ამას ვერ ახერხებენ იმ ბულინგიდან და შანტაჟიდან გამომდინარე, რომელიც ხორციელდება პარტიის ლიდერების მხრიდან: სააკაშვილის, ბოკერიასა და გვარამიას მხრიდან სხვადასხვა ფორმით. ეს არის სატელევიზიო შანტაჟი და ბულინგი, სოციალური ქსელების მეშვეობით და ა.შ. ამ ვითარებაში ასეთ პოლიტიკოსებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნითაც არის გარკვეული სივრცე საუბრისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

მეათე მოწვევის პარლამენტში შესული რვა ოპოზიციური პარტიიდან საკანონმდებლო ორგანოს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ხუთმა სუბიექტმა უკვე მიმართა. ამ დროისთვის პარლამენტში შესულია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მის პოლიტიკურ ბლოკში შემავალი სუბიექტების განცხადებებისა და „ევროპული საქართველოს“, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ მიმართვები სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები