ირაკლი კობახიძე: დაფინანსების თაობაზე ჯანსაღი პოზიცია მხოლოდ პარტია „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“ ჰქონდათ

“დაფინანსების თაობაზე ჯანსაღი პოზიცია მხოლოდ პარტია „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“ ჰქონდათ”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, თუ პოლიტიკური პარტია უპირისპირდება დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და დემოკრატიულ სისტემას, მაშინ ის ვერ ისარგებლებს იმ პრივილიგიებით, რომლებიც დაკავშირებულია პოლიტიკურ პროცესში ჩართულობასთან. თუ ამ ჩართულობის წინააღმდეგ გამოდის, ბუნებრივია, შესაბამისი პრივილიგიებით არ უნდა ისარგებლოს.

,,დაფინასების თაობაზე ჯანსაღი პოზიცია ჰქონდა მხოლოდ 2 პარტიას, ეს იყო „გირჩი“ და „მოქალაქეები“. მათ თქვეს, რომ თუ ვინმე არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ მონაწილეობს საპარლამენტო პროცესებში, მაშინ არც უნდა დაწეროს განცხადება დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით, ანუ მათ რაციონალური, ლოგიკური მსჯელობა შესთავაზეს თავის კოლეგებს ოპოზიციიდან. სხვებს არ ეყოთ გამბედაობა, ცდუნებას ვერ გაუძლეს და დაწერეს განცხადებები დაფინანსებასთან დაკავშირებით, რაც, ბუნებრივია, სამარცხვინოა“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები