არჩილ თალაკვაძე: მაღალი პროფილის საქმეები ვერ და არ იქნება პოლიტიკური მოლაპარაკებების საგანი, ეს ცალსახად მართლმსაჯულების საკითხია

“სპეკულაციები რომ გამოვრიცხოთ, გეტყვით, „ამნისტიის შესახებ“ კანონი არ არის ინიცირებული იმისთვის, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციას რაიმე ჟესტი გაუკეთოს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ მაღალი პროფილის საქმეები ვერ და არ იქნება პოლიტიკური მოლაპარაკებების საგანი, ეს ცალსახად მართლმსაჯულების საკითხია.

“ამინისტიის შესახებ“ კანონპროექტი არ დაყოფს ადამიანებს პოლიტიკოსებად და არაპოლიტიკოსებად, ჩვენ ვიმსჯელებთ მუხლებზე და გადაწყვეტილების მისაღებად მთავარი კრიტერიუმი იქნება ის, რომ ადამიანები, რომლებიც საპატიმროებიდან საზოგადოებაში დაბრუნდებიან, არ შეუქმენან საფრთზე ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები