თეა წულუკიანი – ოპოზიციაზე: ხორავას საქმეზე საგამოძიებო კომისია ნამდვილად ვერ ჩაეთვლებათ მათ, როგორც წინა მოწვევის პარლამენტის წარმატებული ნაბიჯი

“ხორავას საქმეზე საგამოძიებო კომისია ნამდვილად ვერ შეერაცხებათ მათ, როგორც წინა მოწვევის პარლამენტის წარმატებული ნაბიჯი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თეა წულუკიანმა „რუსთავი-2-ის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ხორავას ქუჩის საქმე საბოლოოდ პროკურატურამ გამოიძია, რადგან ეს ამ უწყების საქმეა და არა, ოპოზიიციის.

„ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისია მათ კი არა, ჩვენ შევქმენით. იმდროინდელი მოქმედი ნორმებით, საკანონმდებლო ხელისუფლებაში უმრავლესობაში მყოფი მმართველი ძალა ქმნიდა კომისიას. ჩვენი ნებით შეიქმნა ეს კომისია და ოპოზიციას დავუთმეთ უმრავლესობა ამ კომისიაში და მათ აწარმოეს, ბრჭყალებში, გამოძიება. დამიბარეს და კითხვები არ ჰქონდათ. ამოიღეთ არქივიდან, ნახავთ. ეს იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო პროცესი, მაგრამ ხორავას საქმის დიდი უბედურება რაც მოხდა, საბოლოოდ ვინ გამოიძია, ისევ პროკურატურამ იმიტომ, რომ ეს არის მისი საქმე და ეს არ არის რომელიღაცა ოპოზიციის საქმე, რომელიც დღეს ექსტრემისტად არის ქცეული და ქვეყანაში დესტაბილიზაცია უნდა. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, რაღაც სხვა მაგალითი მოვძებნოთ, მეც დაგეხმარებით ამაში. მაგრამ ხორავას საქმეზე საგამოძიებო კომისია ნამდვილად ვერ შეერაცხებათ მათ, როგორც წინა მოწვევის პარლამენტის წარმატებული ნაბიჯი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები