კელი დეგნანი: დაჭრილ ჯარისკაცებზე ვზრუნავთ და ამაყად ვდგავართ ჩვენი ქართველი პარტნიორების გვერდით

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ელჩმა სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება ვეტერან ჯარისკაცებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ისინი მივიწყებულნი არ უნდა იყვნენ.
„დაჭრილ ჯარისკაცებზე საზრუნავად ჩვენ ამაყად ვდგავართ ჩვენი ქართველი პარტნიორების გვერდით. ბევრი მათგანი ამაყად იდგა შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეების გვერდით ერაყსა და ავღანეთში. დიდი პატივია საქართველოს მხარდაჭერა ამ კეთილშობილ საქმეში და მრავალთა სულგრძელობისა და მხარდაჭერის წყალობით მოუთმენლად ველით ამ შესანიშნავი პროექტის განვითარებას.
მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ დემონსტრირებაა საქართველოს ერთგულებისა ვალდებულებისადმი, რომ ეს ვეტერანები არ უნდა იქნენ მივიწყებული და რომ ეს მძიმე ტვირთი მხოლოდ მათი სატარებელი არ არის. ეს დინამიკური წამოწყებები ქართველ ხალხსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს უჩვენებს, რომ მათი მსახურება, ვინც ქვეყანას ემსახურა ერთობლივი პასუხისმგებლობაა”, – განაცხადა კელი დეგნანმა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქველმოქმედო ღონისძიებაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები