ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 140 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ 19-ით ინფიცირების 140 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ პანდემიის დაწყებიდან 7 409 დადასტურებული შემთხვევაა.

გუდაუთის საავადმყოფოში 108 პაციენტი მკურნალობს, მათგან 29-ის მდგომარეობა მძიმეა; სოხუმის საავადმყოფოში 35 პირია მოთავსებული, ორის მდგომარეობა მძიმეა; ოჩამჩირეში – 26, ხოლო გაგრაში – 31 კოვიდპაციენტი მკურნალობს. რაც შეეხება მრავალპროფილურ ჰოსპიტალს, აქ 52 ინფიცირებული იმყოფება, ოთხის მდგომარეობა მძიმეა.

ე.წ.რესპუბლიკაში პანდემიის დაწყებიდან ვირუსს 100 ადამიანი შეეწირა, დაავადება 5 387 -მა პირმა დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები