თამთა მეგრელიშვილი: ქვეყანა განაგრძობს სვლას ევროკავშირში სრული ინტეგრაციისკენ და ემზადება 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შესატანად

„სანამ ოპოზიცია რევოლუციის მოლოდინით არჩევნების გაყალბების მოტივით სახელმწიფოს გადატრიალების სცენარით ქუჩას ირჩევს, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პირველი ინიციატივა, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში დაინიცირდება, იქნება საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის შესახებ”, – ამის შესახებ იურისტი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციით, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციურ ამოცანასა და ქართული საზოგადოების არჩევანს.

„2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგით ამომრჩეველმა სახელისუფლებო გუნდთან ერთად ნდობა გამოუცხადა 8 პოლიტიკურ სუბიექტს. ამით მან ოპოზიციურ პარტიებს დაავალა, ქუჩაში დგომის ნაცვლად, სახელისუფლებო გუნდთან ერთად გადაინაწილოს პასუხისმგებლობა ქვეყნის დღის წესრიგში მდგარი ამოცანების გადაწყვეტაზე. მათ შორის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების დეოკუპაციის საკითხზე გამოიყენონ ყველა საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმა ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის დამყარებასა და დეოკუპაციაში.

სანამ ოპოზიცია რევოლუციის მოლოდინით არჩევნების გაყალბების მოტივით სახელმწიფოს გადატრიალების სცენარით ქუჩას ირჩევს, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, პირველი ინიციატივა, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში დაინიცირდება, იქნება საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის შესახებ. ქვეყანა განაგრძობს სვლას ევროკავშირში სრული ინტეგრაციისკენ და ემზადება 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შესატანად. ოპოზიციური ძალები, რომლებიც თავს პროდასავლურად თვლით, თქვენივე ამომრჩევლის ნებით, გაქვთ უფლება და ვალდებულება, შეუერთდეთ უაღრესად მნიშვნელოვანი რეზოლუციის საპარლამენტო სივრცეში განხილვას. ნუ ჩაჰყვებით პოლიტიკურ სამარეში მათ, ვინც საკუთარ თავს თავად იმარხავს”, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები