თბილისში კორონავირუსის 1 461 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში – 263, იმერეთში – 646

თბილისში კორონავირუსის 1 461 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში – 263, იმერეთში – 646,- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 969 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 266, აჭარაში -168, ხოლო იმერეთში – 15.

,,დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 837 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 461 შემთხვევა, აჭარა – 263, იმერეთი – 646, ქვემო ქართლი – 245, შიდა ქართლი – 262, გურია – 100, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 404, კახეთი – 254, მცხეთა-მთიანეთი – 90, სამცხე-ჯავახეთი – 86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 26,”- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები