საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 44 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით 44 ადამიანი გარდაიცვალა,- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 205, საიდანაც, 6 710 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 44 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 883 პირი ემსხვერპლა,”- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.