კახი კავსაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

მსახიობი კახი კავსაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ “კვირას” პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

“ბატონი კახი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. უკვე ბინაზეც გაეწერა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია”, – აღნიშნა ტურძელაძემ.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი კახი კავსაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 28 ნოემბერს გადაიყვანეს. მას კორონავირუსი ჰქონდა დადასტურებული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები