ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ19-ს უკვე 100 ადამიანი ემსხვერპლა, ბოლო ერთ დღეში ვირუსს კიდევ 3 პაციენტი შეეწირა.
გარდა ამისა, ე.წ. რესპუბლიკაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ პანდემიის დაწყებიდან 7 269 დადასტურებული შემთხვევაა.
გუდაუთის საავადმყოფოში 99 ადამიანი მკურნალობს, მათგან 19 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა; სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 34 პირია მოთავსებული, ორის მდგომარეობა მძიმეა; ოჩამჩირის საავადმყოფოში 25 ადამიანი იმყოფება; მრავალპროფილურ ჰოსპიტალში 58 პირია, ოთხი მძიმე პაციენტია.
ვირუსის დამარცხება სულ 5 286-მა პირმა შეძლო.