ოჯახის წევრები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ
ოჯახის წევრები ახალგაზრდა მამაკაცს ერთი კვირაა, უშედეგოდ ეძებენ. დაკარგული მამაკაცის ძმა, დავით სუბელიანი სოციალურ ქსელში განცხადებას და ფოტოებს ავრცელებს.
სუბელიანი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.
“მეგობრებო, დაკარგულია ჩემი ძმა, თუ ვინმეს გინახავთ ამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, გთხოვთ, დამირეკოთ ან მომწეროთ ნებისმიერ დროს ( თან ახლავს ლეკვი იაგტერიერის, აცვია დუტის კურტკა შავი ფერის, სპორტული შარვალი და კეტები, ატარებს წვერს და, დაახლოებით, 1.65 დან 1.70-მდე სიმაღლის). გთხოვთ, გაავრცელეთ; ჩემი ნომერია: 599043806”, – წერს დაკარგული მამაკაცის ძმა, დავით სუბელიანი.