თეა წულუკიანი: ყველანაირი შესაძლებლობის მობილიზება გვექნება, რომ გიორგი გახარიას პიროვნული პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდეს კომიტეტისა და ჩემგან, როგორც იუსტიციის ყოფილი მინისტრისგან

“ყველანაირი შესაძლებლობის მობილიზება გვექნება, რომ გიორგი გახარიას პიროვნული პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდეს კომიტეტისა და ჩემგან, როგორც იუსტიციის ყოფილი მინისტრისგან”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, გახარიას პრემიერობის კანდიდატობის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ მმართველმა გუნდმა ღიად განაცხადა.

„ძალიან მიხარია, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატია გიორგი გახარია. მრავალი კვირის წინ ღიად განვაცხადეთ, რომ გიორგი გახარია იქნებოდა არა მხოლოდ პრემიერობის კანდიდატი, არამედ – პრემიერი და დღეს, ეს დადასტურდა კიდეც. როგორც მის ვიცეპრემიერს და ახლა უკვე დეპუტატს, ყველანაირი შესაძლებლობის მობილიზება გვექნება ჩვენს კომიტეტში, რომ მას პიროვნული პოლიტიკური მხარდაჭერა ჰქონდეს კომიტეტისა და ჩემგან, როგორც იუსტიციის ყოფილი მინისტრისგან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტს პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დღეს წარუდგინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები