საუდის არაბეთის სანაპიროსთან, ტანკერზე ძლიერი აფეთქება მოხდა

საუდის არაბეთის ჯიდას პორტთან, სინგაპურის დროშის ქვეშ მცურავ ნავთობის ტანკერზე აფეთქება მოხდა.

კომპანია BW Group-ში განაცხადეს, რომ ტანკერზე ეკიპაჟის 22 წევრია, თუმცა, არცერთი მათგანი არ დაშავებულა.

ასევე, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ აფეთქების  მიზეზივშესაძლოა, “გარე წყარო” გამხდარიყო.

“გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების” ორგანიზაციამ მიმდებარე რაიონში მყოფ ყველა ხომალდს მოუწოდა, სიფრთხილე გამოიჩინონ.

დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები