ირაკლი კობახიძე: პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას წარდგენის შესახებ განაცხადი პარლამენტში დღეს შევა
“პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას წარდგენის შესახებ განაცხადი პარლემენტში დღეს შევა”, – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, შესაბამისად, შესაძლოა, მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება უახლოეს 2-3 დღეში მოხდეს.
„გიორგი გახარიას პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარდგენის თაობაზე პარტიის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი წარდგინება პარლემენტში დღეს ოფიციალურად შევა. ამის შემდეგ გიორგი გახარიას კვირა დღის ჩათვლით აქვს დრო, რათა დასახელდეს მთავრობის შემადგენლობა. უახლოეს პერიოდში საპარლამენტო უმრავლესობასთან გაიმართება გიორგი გახარია კონსულტაციები და კვირის ბოლომდე მთავრობის შემადგენლობა დასამტკიცებლად პარლამენტში შემოვა. შესაძლოა, ეს უახლოეს 2-3 დღეშიც მოხდეს“, – განაცხადა კობახიძემ.