ირაკლი კობახიძე: ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატები მათივე მოთხოვნის საფუძველზე შეუწყდებათ
“ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატები მათივე მოთხოვნის საფუძველზე შეუწყდებათ”, – ამის შესახებ, ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამის შესახებ გადაწყვეტილებას, ზოგადად, პარლამენტი იღებს.
„ჩვენ პოზიცია ამაზე დავაფიქსირეთ. ვთქვით, რომ მანდატები შეუწყდებათ მათივე მოთხოვნის საფუძველზე. ზოგადად, პარლამენტი იღებს ამაზე გადაწყვეტილებას, თუმცა, ამასთან დაკავშირებით გუნდის პოზიცია ცნობილია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.