პარლამენტში დღეს კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეებს აირჩევენ

საქართველოს პარლამენტში დღეს კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეებს აირჩევენ.

თავმჯდომარეების მოადგილეების არჩევა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. კომიტეტების სხდომებზე ასევე იქნება განხილული კომიტეტების დებულებები.

კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეების არჩევის შემდეგ, პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას მიუბრუნდება. ბიუჯეტი დეკემბრის ბოლომდე დამტკიცდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები