საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 46 პაციენტი გარდაიცვალა.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ქვეყანაში, კორონავირუსით ინფიცირებული 1 074 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

“ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 720 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  189 726-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 942 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 158 183-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 790 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 720 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 240 შემთხვევა, აჭარა – 219, იმერეთი – 362, ქვემო ქართლი – 231, შიდა ქართლი – 156, გურია – 40, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 203, კახეთი – 142, მცხეთა-მთიანეთი – 84, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 29 727, საიდანაც, 6 869 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 956, აჭარაში – 881, იმერეთში – 1 409. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 074 პირი, მათ შორის, თბილისში – 500, აჭარაში – 149, იმერეთში – 215. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 439 პირი, მათგან თბილისში – 220, აჭარაში – 51, იმერეთში – 55. 3 077 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 080 – თბილისში, 1 386 – აჭარაში, 297- იმერეთში. 19 781 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები