1300 ბიბლიოთეკა საქართველოში და სკვერის წიგნის სახლი დუშეთში – „ეკვილიბრიუმს“ წინ კიდევ დიდი გეგმები აქვს

11 დეკემბერს, მთის საერთაშორისო დღეს, ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ დუშეთს ეწვია და საქართველოში ორმოცდამეათე სკვერის ბიბლიოთეკა გახსნა. მოძრაობამ სოფელ ჟინვალშიც 300 წიგნი ჩაიტანა. მთელი საქართველოს მასშტაბით კი 1300 ბიბლიოთეკაა განახლებული.
„მნიშვნელოვანი საქმეების პარასკევი გამოდგა, თანაც, სიმბოლურის. 11 დეკემბერი მთის საერთაშორისო დღეა. ჩვენ დუშეთში ავედით და ეს ლამაზი სკვერის ბიბლიოთეკა მოვაწყვეთ, უკვე ორმოცდამეათე საქართველოში. დუშეთიდან სოფელ ჟინვალში გავემართეთ და 300 წიგნი ჩავიტანეთ. აქ შეგვიძლია დიდი სიამაყოთ ვთქვათ რიცხვი – 1300 – რვა წლის მანძილზე სწორედ ამდენ სოფელს ეწვია ჩვენი მოძრაობა. და კიდევ ერთი სიმბოლური თარიღი, ორი წელია, რაც ეროვნული ბიბლიოთეკა, ჩვენი მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ და კომპანია „გალფი“ დამეგობრდნენ. ეს მეგობრობა სოციალური პასუხიმგებლობის საოცარი მაგალითია – გარდა იმისა, რომ წიგნების ტრანსპორტირებაში გვეხმარება, ათი სკოლის პირველკლასელები სასკოლო ინვენტარით სწორედ მათი დახმარებით აღვჭურვეთ. წინ დიდი გეგმებია, რომელიც, ცხადია, რომ წიგნსა და განათლებას უკავშირდება“, – ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები