სომხეთის ოპოზიციის ლიდერი: სომხეთმა შესაძლოა, ყარაბაღის ბედი გაიზიაროს

სომხეთის ოპოზიციური პარტიის – “აყვავებული სომხეთის” ლიდერი, გაგიკ ცარუკიანი მიიჩნევს, რომ ნიკოლ ფაშინიანი და მისი მთავრობა უნდა გადადგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, “ქვეყანას შესაძლოა, ყარაბაღის ბედი ეწიოს”.

ამის შესახებ მან ადგილობრივ მედიას განუცხადა.

“მძიმე დღეები გვიდგას, სახიფათო, უფსკრულთან ვართ. 5-6 თვის განმავლობაში ვამბობ, რომ ყარაბაღი უფსკრულის პირას არის, ახლა იმავეს სომხეთზე ვამბობ. ვითარების შესაცვლელად ნაბიჯების გადადგმაა საჭირო – მთავრობა უნდა გადადგეს”, – განაცხადა ცარუკიანმა.

მისი თქმით, საჭიროა ისეთი ადამიანი, რომელიც ქვეყანას მძიმე ეკონომიკური, პოლიტიკური კრიზისიდან სრულფასოვნად გაიყვანს, “წინააღმდეგ შემთხვევაში, სომხეთი ყარაბაღის ბედს გაიზიარებს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები