ნიკა მელია: დარწმუნებული ვარ, რომ დიდხანს ლოდინი არ მოგვიწევს და ქართველი ხალხი დაიბრუნებს ძალაუფლებას, პარლამენტსა და სახელმწიფოს

“დარწმუნებული ვარ, რომ დიდხანს ლოდინი არ მოგვიწევს და ქართველი ხალხი დაიბრუნებს ძალაუფლებას, პარლამენტსა და საქართველოს პარლამენტის მეშვეობით დაიბრუნებს სახელმწიფოს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, სულ ცოტა ხანში ქართველი ხალხი, როგორც სუვერენული ხალხი, ამ ძალაუფლებას საკუთარ ხელში აიღებს.

„ჩვენს უკან დგას ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა და იქ არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ერთ ადამიანს წარმოადგენენ. ის არაა ერთპარტიული პარლამენტი, ის –  ჯერჯერობით – ერთი კაცის პარლამენტს წარმოადგენს და დარწმუნებული ვარ, დიდი ხანი ვერ გასტანს ეს მდგომარეობა. ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ დიდხანს ლოდინი არ მოგვიწევს და ქართველი ხალხი დაიბრუნებს ძალაუფლებას, პარლამენტსა და საქართველოს პარლამენტის მეშვეობით დაიბრუნებს სახელმწიფოს. სულ ცოტა ხანში ქართველი ხალხი, როგორც სუვერენული ხალხი, ამ ძალაუფლებას საკუთარ ხელში აიღებს და მეამაყება, რომ ერთ-ერთი თქვენგანი ვარ, ისტორიულ პროცესში ვმონაწილეობ და უარს ვეუბნები სისტემას, რომელსაც უკვე ნორმად აქვს ქცეული ადამიანების ტყვეობაში აყვანა და შემდეგ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მათი გათავისუფლება და ბევრი სხვა დეფექტი, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში რეჟიმის მხრიდან ამოტივტივდა. შეუძლებელია, ერთი პოზიციის გარდა, სხვა რამ დაგვეფიქსირებინა დღეს და ეს ერთი პოზიციაა, რომ ჩვენ არ ვუფორმებთ ბიძინა ივანიშვილს მოპარულ არჩევნებს“, – აღნიშნა მელიამ.

ცნობისთვის, მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრების პარალელურად, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახელესთან შეკრებილმა 5-მა ოპოზიციურმა პარტიამ სამი დოკუმენტი გააფორმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები