გიგი უგულავა: თუ ფასილიტატორების საშუალებით გაგრძელდება დიალოგი, ჩვენ ამ დიალოგს გავაგრძელებთ, მაგრამ ბოიკოტი არის ოპოზიციის გადასაწყვეტი

“თუ ფასილიტატორების საშუალებით გაგრძელდება დიალოგი, ჩვენ ამ დიალოგს გავაგრძელებთ, მაგრამ ბოიკოტი არის ოპოზიციის გადასაწყვეტი”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

რაც შეეხება მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, მისი თქმით, ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ ამ სიყალბეში არ მიიღოს მონაწილეობა.

„ქალბატონი დეგნანი, ისევე როგორც ელჩები და ნებისმიერი სხვა სტუმარი, უნდა მივიდეს პარლამენტში, რადგან ჩვენი სტუმრები პატივს სცემენ ინსტიტუტებს, რომელსაც ივანიშვილი თავისი სიყალბით ანგრევს. ეს ნიშნავს ინსტიტუტების პატივისცემას, პირველ ყოვლისა, რადგან ინსტიტუტებს ჩვენც ვცემთ პატივს და რომ ვცემთ პატივს ინსტიტუტებს, ამიტომაც არ ვუშვებთ ერთ მისხალ სიყალბესაც, რასაც უხვად ჰქონდა სამწუხაროდ ადგილი 31 ოქტომბრის არჩევნებზე. იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა,  არავინ აღარ დავობს. რა თქმა უნდა, მადლობას ვეუბნებით ყველა ჩვენს მეგობარს. თუ ფასილიტატორების საშუალებით გაგრძელდება დიალოგი, ჩვენ ამ დიალოგს გავაგრძელებთ, მაგრამ ბოიკოტი არის ოპოზიციის გადასაწყვეტი, ოპოზიციის გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა ამ სიყალბეში მონაწილეობას და ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ ამ სიყალბეში არ მიიღოს მონაწილეობა“, – განაცხადა უგულავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები