საქართველოში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 017 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-276, აჭარაში-151, ხოლო იმერეთში-28.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 694 პირი ემსხვერპლა,” – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები