ირაკლი კობახიძე: საქართველოსნაირ ქვეყანაში არ შეიძლება, პათოლოგიური ადამიანები – ბოკერია, გვარამია, სააკაშვილი აშანტაჟებდნენ ვინმეს და ვინმე ექცეოდეს მათი გავლენის ქვეშ
“თუ იქნება მიმართვა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ის აუცილებლად დაკმაყოფილდება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსნაირ ქვეყანაში, რომელსაც აქვს ძალიან კარგად განვითარებული კულტურა სხვადასხვა მიმართულებით, არ შეიძლება, პათოლოგიური ადამიანები – ბოკერია, გვარამია, სააკაშვილი ვინმეს აშანტაჟებდნენ.
„რაც შეეხება მანდატებს, იმ დეპუტატების მანდატებს, რომლებიც არიან არჩეული და რომელთა უფლებამოსილება იქნება ცნობილი ხვალინდელ სხდომაზე, ამასთან დაკავშირებით იღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას. ჩვენ უკვე გუშინ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თუ იქნება მომართვა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ეს მიმართვა აუცილებლად დაკმაყოფილდება. თუ ვინმე ვერ გაუძლებს გვარამიას, სააკაშვილს, ბოკერიასა და სხვა პათოლოგიური ადამიანების შანტაჟს, ეს ხომ საერთოდ სასაცილოა, რომ საქართველოსნაირ ქვეყანაში, რომელსაც აქვს ძალიან კარგად განვითარებული კულტურა სხვადასხვა მიმართულებით, ასეთ ქვეყანაში არ შეიძლება, ასეთი პათოლოგიური ადამიანები – ბოკერია, გვარამია, სააკაშვილი აშანტაჟებდნენ ვინმეს და ვინმე ექცეოდეს მათი შანტაჟისა და გავლენის ქვეშ. ეს ასე ვერ გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, ვინც იქნება კვლავაც ასეთი შანტაჟისა და ბულინგის მსხვერპლი და ასე გააგრძელებს თავის საქმიანობას, მათი ადგილი პარლამენტში არ არის, ვინც სხვანაირად გააგრძელებს თავის საქმიანობას, ისინი შემოვლენ პარლამენტში“, – განაცხადა კობახიძემ.