საქართველო „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თავდაცვის 2020 წლის ანტიკორუფციული ინდექსით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საუკეთესო ხუთეულშია

თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ კვლევაში საქართველო მესამე ადგილზეა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ასევე მესამე ადგილზეა ყველა სხვა გამოკვლეული რეგიონების მასშტაბითაც (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა; შუა აღმოსვლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა; დასავლეთი და ცენტრალური აფრიკა;), – ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კვლევაში პირველ ადგილზეა ლატვია 67-ე ქულით, მეორეზე გავიდა ჩრდილოეთ მაკედონია 62 ქულით, მესამე ადგილზე კი გავიდა საქართველო 60 ქულით.
„კვლევაში არსებული კონკრეტული პარამეტრების მიმართულებით, სახელმწიფო თავდაცვის კეთილსინდისიერების ინდექსის მიხედვით, საქართველო პოლიტიკის ნაწილში გავიდა მე-3 ადგილზე, ფინანსების ნაწილში მე-6 ადგილზე, პერსონალის ნაწილში გავიდა მე-2 ადგილზე. ოპერაციულ კატეგორიაში გავიდა მე-2 ადგილზე. შესყიდვების ნაწილში გავიდა მე-6 ადგილზე. მთლიანობაში კი საქართველო საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.
აღნიშნულ კატეგორიაში შედიან ნატოს ისეთი წევრი ქვეყნები როგორიცაა პოლონეთი, ესტონეთი, ლიეტუვა და სხვა. ამავდროულად, ანგარიშის თანახმად საქართველოში თავდაცვის სფეროში ანტიკორუფციული იდექსის მაჩვენებელი რეგიონის სხვა, მათ შორის ნატოს წევრ ქვეყნებზე უკეთესია.
აღსანიშნავია, რომ არსებულ გამოწვევებთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს ძლიერ მხარედ არის შეფასებული თავდაცვის სფეროში ინფორმაციის თავისუფლება და მისი დროული გაცემა, რაც დემოკრატიული პრინციპების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების განუხრელად და სრულად დაცვის მკაფიო მაგალითია“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები