ცაგერში ოჯახებს, სადაც ხანდაზმული ადამიანები ცხოვრობენ, სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ

ცაგერის მუნიციპალიტეტში, ‘’საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა” და ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ იმ ოჯახებს, სადაც ხანდაზმული ადამიანები ცხოვრობენ.
სასაჩუქრე ნაკრები მოიცავდა: ჰიგიენურ საშუალებებსა და სასურსათე პროდუქტებს.
ადგილზე სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი – გიორგი მაქარაშვილი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებსა  და მაჟორიტარ დეპუტატთან, გოჩა ენუქიძესთან ერთად იმყოფებოდა.
აღნიშნული ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს რეგიონის ხელისუფლებასთან, რაც გულისხმობს მომავალში არაერთი ღონისძიების განხორციელებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები