იაგო ხვიჩია: მხოლოდ ის, რომ სააკაშვილისთვის აეკრძალათ პოლიტიკური მოღვაწეობა, მოლაპარაკებათა პროცესის ჩაშლად არ ღირდა

ირაკლი კობახიძის გუშინდელი ბრიფინგის შემდეგ, ,,კვირა“ გირჩის ლიდერს, იაგო ხვიჩიას დაუკავშირდა და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები შეაფასებინა.

– ოპოზიცია კობახიძის გუშინდელმა გამოსვლამ გააღიზიანა?

– ეს განცხადება დიდი შეცდომა იყო. კობახიძემ საბოლოოდ ჩიხში შეიყვანა მოლაპარაკებათა პროცესი თუ არა, ძნელია დღეს ამაზე საუბარი.

– ოპოზიციის აზრით, რა გამოიყვანს ჩიხიდან მოლაპარაკებათა პროცესს?

– ხელისუფლებამ ირაკლი კობახიძე რომელიმე სხვა წარმომადგენლით უნდა ჩაანაცვლოს. მისი ნდობა ოპოზიციას აღარ აქვს, თუკი, რასაკვირველია, ,,ქართულ ოცნებას“ კიდევ სურს მოლაპარაკებათა გაგრძელება. არ გამოვიცხავ, რომ ხელისუფლებას ასეთი სურვილიც აღარ ჰქონდეს. გუშინდლამდე ყველაფერი ოპტიმისტურად მიდიოდა, დღეს კი დიალოგი შეწყეტილია, ხელისუფლებამ საკუთარი ძალის დემონსტრირება სცადა.

– ოპოზიცია პროტესტის გამოხატვის ერთადერთ ფორმად კვლავ ქუჩას ირჩევს?

-ხელისუფლებამ სხვა ყველა შანსი ჩაგვიკლა და დაგვიტოვა მხოლოდ ქუჩა…

-ქუჩა, რომელიც არცთუ კარგი გამოსავალია პატარა პარტიებისთვის. აცნობიერებთ, რომ შეიძლება, საერთოდ გაქრეთ პოლიტიკური სარბიელიდან?

-მხოლოდ ის, რომ სააკაშვილისთვის აეკრძალათ პოლიტიკური მოღვაწეობა, მოლაპარაკებათა პროცესის ჩაშლად არ ღირდა. ბრალდებული სააკაშვილი ისედაც ვერ ჩამოდის საქართველოში. ფაქტია, სიტუაცია ხელიდან გაგვექცა. გუშინდლამდე ოპოზიცია საიდუმლოდ ინახავდა იმ განწყობებსა და საკითხებს, რაც მოლაპარაკებათა მაგიდასთან უნდა გადაწყვეტილიყო. გუშინ მათმა მრისხანებამ პიკს მიაღწია და გარეთაც გამოვიდა. წარმოდგენა არ მაქვს, რა იქნება ხვალ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები