ალეკო ელისაშვილი: ბოკერიას პარტია, რომელსაც „ევროპული საქართველო“ ჰქვია, მაგრამ მავნებელი საქართველოა, სინამდვილეში, მოლაპარაკებების ჩაშლას ცდილობდა
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ბოკერიას პარტია, რომელსაც „ევროპული საქართველო“ ჰქვია, მაგრამ მავნებელი საქართველოა, სინამდვილეში, ცდილობდა მოლაპარაკებების ჩაშლას. ამის შესახებ ელისაშვილმა Facebook-ლაივის დროს ისაუბრა.
,,წარმოიდგინეთ, მთელი ერთი თვე რაზეც მოლაპარაკება მიდის, რაზეც ვახურებთ, რაზეც ვჩხუბობთ ოპოზიცია და რასაც ვითხოვთ, ოთხივეზე საკითხზე პრინციპში შეთანხმებულებია ვართ.
ბოკერიას პარტია, რომელსაც „ევროპული საქართველო“ ჰქვია, მაგრამ მავნებელი საქართველოა, სინამდვილეში და ბნელი საქართველო არის, როგორც ოპოზიციის შიგნით, ასევე მოლაპარაკებებზე ცდილობდა მოლაპარაკებების ჩაშლას. თავიდან ბოლომდე, პირველი დღიდან, პირველი წინადადებიდან იძახდა: „არ გვინდა, არ გვინდა, არ გვინდა“, – განაცხადა ელისაშილმა.
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი გადაიდო. მისი ჩატარების თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.