ლევან იოსელიანი: გიგა ბოკერიას მძევლად ჰყავს აყვანილი „ნაცმოძრაობა”
“არის ხალხი, რომელსაც სხვა დღის წესრიგი არ აქვს გარდა იმისა, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები”, – ამის შესახებ „მოქალაქეების” წევრმა, ლევან იოსელიანმა „დღის კურიერში” განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ქვეყანაში ჯაჯგური და რევოლუცია არავის უნდა.
„ის განცხადებები, რაც დღეს ალეკომ გააკეთა და მე გავაკეთე, არ არის კავშირში მაინცდამაინც პარლამენტში შესვლასთან. ეს არის კავშირში მოლაპარაკების დასრულებასთან. მოლაპარაკება შეიძლება, არც დასრულდეს, რამდენიმე რაუნდი გაიმართოს და ზეგ ეს ვერ შედგეს, ვერ დასრულდეს იქ მოლაპარაკება და, ამიტომ, ვერავინ ვერ შევა. აქ მთავარი არის ის, რომ ჩვენ ვართ მოლაპარაკების მომხრე და ხალხი, რომელიც ვამბობთ, რომ მოლაპარაკება არ უნდა ჩაიშალოს. არის ხალხი, რომელსაც სხვა დღის წესრიგი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები. არის ერთი ხელმოცარული პარტია „ევროპული საქართველო” და მისი ორი ლიდერი უგულავა და ბოკერია, თვითონ ვერ მიიღეს მანდატები და ახლა უნდათ, რომ თავიანთი პარტიის დღის წესრიგი მოახვიონ მთელ ოპოზიციას თავს. არავის არ უნდა ამ ქვეყანაში ჯაჯგური და რევოლუცია, გარდა ამ ხალხისა. სამწუხაროდ, გიგა ბოკერიას მძევლად ჰყავს აყვანილი „ნაციონალური მოძრაობა”, – განაცხადა იოსელიანმა.