მიხეილ სარჯველაძე: ვერ მოვიწონებთ, როცა ერთი პოლიტიკური ჯგუფი სხვას გადაწყვეტილების მიღებას აიძულებს, ალბათ, ოპოზიციის დიდი ნაწილი საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას მიიღებს

“ჩვენ ვერ მოვიწონებთ, როდესაც ერთი პოლიტიკური ჯგუფი აიძულებს სხვა პოლიტიკურ ჯგუფს, რომ მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება, რომელიც ერთისთვის არის მისაღები და გასაზიარებელი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას მიიღებს.

,,აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელია, როდესაც საღი და თავისუფალი აზრი იდევნება, იქნება ეს ოპოზიციაში თუ ხელისუფლებაში, მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვერ მოვიწონებთ, როდესაც ერთი პოლიტიკური ჯგუფი აიძულებს სხვა პოლიტიკურ ჯგუფს, რომ მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება, რომელიც ერთისთვის არის მისაღები და გასაზიარებელი.

მე მაინც მწამს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს, ამას ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ეს მაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შეიძლება, იყოს დისკუსიები, გარკვეული კონფლიქტები ამ მიმართულებით, მაგრამ ალბათ, საბოლოოდ,  ოპოზიციის დიდი ნაწილი მაინც გადაწყვეტს, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღოს. ეს არის უალტერნატივოდ სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ვინმეს აწყობს თუ არ აწყობს ოპოზიციის მხარეს, ეს ნამდვილად არის უალტერნატივო შედეგი, რომელსაც საზოგადოება და სახელმწიფო მიიღებს. გამიჭირდება კონკრეტული გვარის ან პოლიტიკური ჯგუფის დასახელება. ეს არ იქნება სწორი, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ასეთი აღმოჩნდება ოპოზიციის მხარეს. მე ასეთი იმედი მაქვს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები