ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს კიდევ 4 პაციენტი შეეწირა
ოკუპირებულ აფხაზეთში, 7 დეკემბრის მონაცემით, კოვიდ19-ს ოთხი პაციენტი ემსხვერპლა.
სულ ე.წ. რესპუბლიკაში პანდემიის დაწყებიდან 91 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა.
გუშინ ვირუსით ინფიცირების 108 შემთხვევა გამოვლინდა და, ჯამურად, დაავადებულთა რიცხვმა 6 619-ს მიაღწია.
გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 100 პაციენტია მოთავსებული, მათგან 15-ის მდგომარეობა მძიმეა; სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 35 პირია მოთავსებული; ოჩამჩირეში – 27; მრავალპროფილურ ჰოსპიტალში კი 55 ადამიანია, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
ვირუსის დამარცხება 4 845 -მა ადამიანმა შეძლო.