კახა კალაძე – უტა ივანიშვილის რუსულ პასპორტზე: წლების განმავლობაში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გყავდათ რუსი და ხმა არ ამოგიღიათ
“წლების განმავლობაში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გყავდათ რუსი, ხმა არ ამოგიღიათ და უტა ივანიშვილს რუსული პასპორტი აქვს, ეს არის ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა?”, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას – “აჩენს თუ არა კითხვას ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების მიერ რუსული პასპორტის ქონა და რატომ არ თმობენ ბერა და უტა ივანიშვილები რუსეთის მოქალაქეობას?”.
კახა კალაძის განცხადებით, ის ამ საკითხში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს.
„უტა ივანიშვილის მიერ რუსული პასპორტის ქონა დანაშაულია? რა კითხვის ნიშნებს აჩენს, როცა წლების განმავლობაში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გყავდათ რუსი და ხმა არ ამოგიღიათ. უტა ივანიშვილს რომ რუსული პასპორტი აქვს, ეს არის ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა? ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ამაში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გვყავდა რუსი”, – განაცხადა კახა კალაძემ.