ირანში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, 950-მდე ადამიანი დაშავდა
ირანის სამხრეთით წყალდიდობას, სულ მცირე, 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ტელეკომპანია IRIB-ის ინფორმაციით, სტიქიური უბედურების შედეგად 950 ადამიანი დაშავდა.
ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემით, გადაუღებელი წვიმების შედეგად, დატბორილია ირანის სამხრეთით მდებარე პროვინციები.
შეგახსენებთ, რომ აპრილში ირანში წყალდიდობებს 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.