მიხეილ სარჯველაძე: პლებისციტი არ მიმაჩნია, რომ სწორად დაყენებული საკითხია, ეს არჩევნების ხელმეორედ ჩატარების ერთ-ერთი ვარიაციაა
“პლებისციტი არ მიმაჩნია, რომ სწორად დაყენებული საკითხია, ეს არჩევნების ხელმეორედ ჩატარების ერთ-ერთი ვარიაციაა. ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორად დაყენებული პირობა მოლაპარაკებების პროცესში”, – ამის შესახებ ქართული ოცნების“ წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უახლოეს პერიოდში შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იქნება.
„რაც შეეხება პლებისციტი საკითხს, არ მიმაჩნია, რომ ეს სწორად დაყენებული საკითხია. ეს ერთ-ერთი ვარიაციაა არჩევნების ხელმეორედ ჩატარების, ყოველ შემთხვევაში, ასეთი პირი უჩანს შინაარსს, როგორც არის საკითხი დაყენებული, მე ასე მესახება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორად დაყენებული პირობა მოლაპარაკებების პროცესში. შეთანხმების შესაძლებლობებთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება რთულია, მაგრამ ამის ძალიან დიდი სურვილი მაქვს. ვისურვებდი, რომ ეს განხორციელებადი აღმოჩნდეს. მართლაც ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. ამ დროის განმავლობაში ალბათ ყველამ უნდა მოვუხმოთ გონიერებას და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა სარჯველაძემ.