საჩხერის კლინიკა ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტებზე გადავიდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრმა ხარისხის მენეჯმენტისა და პაციენტებისადმი მიდგომის თანამედროვე სტანდარტების წარმატებით დანერგვის შედეგად British Standard Institute–სგან ISO 9001 სტანდარტის სერტიფიკატი მიიღო, – ამის შესაებ ინფორმაციას სამედიცინო ცენტრის პრესსამსახური ავრცელებს.

„სიამაყით გაცნობებთ, რომ საჩხერის საავადმყოფომ წარმატებით დაასრულა მართვის, თანამედროვე ტექნოლოგიების და მენეჯმენტში ახალი მიდგომების დანერგვის ხანგრძლივი პროექტი. ჩვენი კლინიკის თანამშრომლების გუნდი მიმდინარე პროცესებს სწავლობდა, შეიმუშავებდა ცვლილებებს, რაშიც წამყვან ტექნოლოგიებსა და მენეჯმენტში ახალ მიდგომებს იყენებდა.

ISO 9001:2015 სტანდარტის ერთ–ერთი საკვანძო პრინციპია მომხმარებელზე, ამ შემთხვევაზე პაციენტზე ორიენტირება. ამდენად, პროცესში დეტალურად გაანალიზდა კლინიკის მომხმარებლზე ორიენტირებულობის ხარისხი. „ისეთ კონსერვატიულ გარემოში, როგორიცაა სამედიცინო სფერო, ჩვენ მივაღწიეთ და შევძელით პაციენტების მართვის, მათი ინფორმირების, მოსალოდნელი შედეგებისთვის ავადმყოფების მორალური შემზადების შეცვლა“, – აღნიშნავს მიხეილ ქამუშაძე.

რეფორმების ორწლიან პერიოდში საჩხერის სამედიცინო ცენტრში მთლიანად შეიცვალა პაციენტების მოვლისადმი მიდგომები: მათთვის სრულფასოვანი პანსიონი შეიქმნა, რითაც სრულიად გათავისუფლდნენ მათი ოჯახის წევრები და ახლობლები ავადმყოფის მოვლის თანმხლები პრობლემებისგან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები